logo
ENG



"დაგვპირდა, რომ 10 დღეში მოიკვლევს და დაგვიკავშირდება"- ონკოპაციენტები სარჯველაძეს შეხვდნენ

12 მარ 202415:16
3 წუთის საკითხავი
 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების შეხვედრა ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დასრულდა.

ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა გვანცა აფხაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სარჯველაძესთან ყველა პრობლემაზე ისაუბრეს.

"ყველაფერი ჩამოვუთვალეთ - ლიმიტი, დიაგნოსტიკა, წამლების დეფიციტის საკითხი. მათ მოინიშნეს პრობლემები. მინისტრი დაგვპირდა, რომ 10 დღეში გააკეთებს მოკვლევას ამ საკითხთან დაკავშირებით და დაგვიკავშირდება. ბევრ ადამიანს, სამწუხაროდ, სიცოცხლის უფლება შეეზღუდა და სწორედ ამის თაობაზე ვამზადებთ სარჩელს, რომ დაუსჯელი არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც ევალებოდათ, ადამიანის სიცოცხლისთვის ყურადღება მიექციათ, ვისი უგულისყურობითაც დავკარგეთ უამრავი ადამიანი"- თქვა აფხაძემ.

ჯანდაცვის ახალ მინისტრთან მიხეილ სარჯველაძესთან ონკოპაციენტების შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად მხოლოდ 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ.

ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.


close დახურვა